გსსკ 9К338 "Игла-С"-ი


გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემა (გსსს) 9К338 "Игла-С"- (ნატოს კლასიფიკაციით: SA-24Grinch) განკუთვნილია დაბალ სიმაღლეზე მფრენი სხვადასხვა საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად შემხვედრი და დევნის მიმართულებითხელოვნური და ბუნებრივი სითბური ხარვეზების პირობებში.
სისტემა წარმოადგენს გსსს 9К38 "Игла"- ღრმა მოდერნიზაციას და ფლობს უფრო ფართო შესაძლებლობებს ტრადიციულ საჰაერო სამიზნეებთან (თვითმფრინავი, შვეულმფრენი) ბრძოლაში, რაც საშუალებას იძლევა ერთი 9К338 "Игла-С"-ის გამშვებით ჩანაცვლდეს სამი "Игла"- ტიპის გსსს-.სისტემის დამპროექტებელია  . კოლომნას მანქანათმშენებლობის საკონსტუქტორო ბიურო (სბ).
გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სიტემა 9К338 Игла-C-ის შემადგენლობა ფუნქციონალურად შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
o   საბრძოლო საშუალებები (იხ. ნახაზი #1)
§  რაკეტა 9М342, 9П338 გამშვებ მილში კვების სახმელეთო წყაროთი 9Б238-1;
§  გამშვები მექანიზმი 9П522;
o   ტექნიკური მომსახურების საშუალებები შემდეგი შემადგენლობით:
§  მოძრავი საკონტროლო პუნქტი 9В866-2;
§  საკონტროლო-შემმოწმებელი სისტემის კომპლექტი 9Ф719-2;
o   სროლის უზრუნველყოფის საშუალებები:
§  ღამის ხედვის სამიზნე მოწყობილობა 1ПН97 "Маугли-2".
"Игла-С"-ის თავისი წინამორბედებისგან მთავარი გამასხვავებელი ნიშნებია:  სროლის გაზრდილი სიშორე (6კმ-მდე), საბრძოლო ნაწილის (ქობინის) გაზრდილი მუხტი (როგორც ასაფეთქებელი ნივთიერების მასით ასევე ნამსხვრევების რაოდენობით,რამაც რაკეტის წონაზე გავლენა თითქმის  არ იქონია), ჰსთ-გან მაღალი დაცულობით გამორჩეულ საჰაერო სამიზნეებზე ეფექტური მუშაობაგსსს-ის შექმნისას შემუშავდა ხარვეზების მიმართ მდგრადი თვითდამიზნებადი თავაკი -9Э435. თავაკში ორი ფოტომიმღების (მუშაობენ სხვადასხვა სპექტორულ დიაპაზონზე) გამოყენებამ, საშუალება მისცა უზრუნველყოს სითბური ხარვეზების სელექცია. გარდა ამისა, თვითდამიზნებად თავაკში დანერგილია .. „გადაადგილების სქემა“,რომელიც რაკეტის მიზანთან მოახლოებისას  გასცემს ბრძანებებს რაკეტის საჭისის ამძრავის მიმართულებით, რომელიც იწვევს რაკეტის დამიზნების წერტილიდან (რომელიც საქშენების მიდამოებში მდებარეობს) გადახრას მიზნის ცენტრის მიმართულებით, ანუ რაკეტა ობიექტის ყველაზე ნაკლებად დაცული ნაწილებისკენ მიიწევს.


"Игла-С"-ი СОСН 9С520-თან ერთად
გსსს "Игла-С"-ში პირველად ამ კლასის რაკეტისთვის გამოყენებულ იქნა უკონტაქტო სენსორი, რომელიც უზრუნველყოფს ქობინის მიზანის გვერდით აფეთქებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მცირე გაბარიტებიანი ობიექტების დასაზიანებლად. სისტემა შემუშავებულია ისე, რომ უკონტაქტო და კონტაქტური სენსორები ჰარმონიულად ეთავსებიან ერთმანეთს, რაც საბრძოლო ქობინში უკონტაქტო სენსორის ამუშავების შემდეგ შეყოვნების სისტემის ჩართვით მიიღწევა. აღსანიშნავია, შეყოვნების დრო ავტომატურად ყენდება, მუშაობის რეჟიმის გათვალისწინებით.

რაკეტის გაბარიტები და წონა მოითხოვს შედარებით მცირე საბრძოლო ნაწილის მაქსიმალური ეფექტით გამოყენებას. რაკეტის მიერ მიზნისთვის მიყენებული ზიანის გასაზრდელად, შემქმნელებმა გამოიყენეს ე.წ. „ჭკვიანი ამფეთქი“. რაკეტის მიზანთან დაჯახებისას, „ჭკვიან ამფეთქს“ მისდის ინფორმაცია  ობიექტში ქობინის შეღწევის სიღრმის შესახებ სპეციალური სიგნალის მეშვეობით. დაჯახებიდან სიგნალის მიღებამდე განვლილი დროის მიხედვით ამფეთქი აფეთქების ბრძანებას იძლევა. შედეგად გსსს-ის საბრძოლო ნაწილი საფრენ აპარატს მაქსიმალურ ზიანს უყენებს.
"Игла-С"-ი სადგამზე
საბრძოლო ნაწილის მოქმედების გასაზრდელათ სამარშო ძრავის მყარსაწვავიანი შიგთავსი შესრულებულია მასალისგან, რომელსაც საბრძოლო ნაწილის დეტონაციის შედეგად აფეთქება შეუძლია.
გამშვები მილიდან გამოფრენის შემდეგ ირთვება რაკეტის დენთის ძრავი, რომელიც მას ადამიანის დახმარების გარეშე მიზნის მიმართულებით ასწორებს.
გსსს-ის კომპლექტს დამატებით მოყვება ღამის ხედვის სამიზნე მოწყობილობა 1ПН72М "Маугли".  "Маугли"-  ის დახმარებით მსროლელ-მეზენიტეს  შეუძლია აღმოაჩინოს მიზანი, მოახდინოს იდენტიფიკაცია, დაუმიზნოს და ჰყავდეს მიზანში ამოღებული  რაკეტის გაშვებამდე.
"Игла-1" დან და "Игла"-დან "Игла-С"-ზე გადაიარაღება მეზენიტესთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან მოქმედების პრინციპი იდენტურია. ამავე დროს მსროლელის უნარჩვევების გასავითარებლად შეიქმნა ახალი უნივერსალური ტრენაჟორი "Конус"-ი.
ღამის სროლის უზრუნველყოფის კომპლექტი
СОСН 9С520
"Игла-С"-ს მოქმედება შეუძლია დიდ ტემპეატურულ  ამპლიტუდასა და მაღალი ტენიანობის (98%-მდე)პირობებში, წყალში 0,5 მეტრზე ნახერსაათიანი ჩაყვინთვის შემდეგ, არაჰერმეტულ თვითმფრინავში 12 კმ სიმაღლეზე ატანის შემთხვევაში, გრძელვადიანი ტრანსპორტირების შემდეგ როგორც ჩვეულებრივ პირობებში, ასევე უგზოობაში.
შეფუთულ მდგომარეობაში დასაშვებია 2 მ სიმაღლიდან ბეტონზე დანარცხება.
"Игла-С"-დან ღამის სროლებისას ეფექტურობის გასაზრდელად შემუშავებულია ღამის სროლების  უზრუნველყოფის კომპლექტი 9С520. აღნიშნული კომპლექტის გამოყენება ნებისმიერ გსსს-თან ერთად შეიძლება.


СОСН 9С520 -ი უზრუნველყოფს:
Ø  გამაფრთხილებელი ტელეკოდური ინფორმაციის მიღებას  "Сборка" (9С-80М), "Ранжир" (9C737), ПУ-12 (9С482М6, М7), МП-22Р, РЛС П-19 (1РЛ134Ш3)-ის ტიპის სამართავი პუნქტებიდან;
Ø  გადასატან ელექტრონულ პლანშეტზე (გეპ) მიზნების ადგილმდებარეობის დაფიქსირება;
Ø  გეპ-ში ტოპოგეოდეზიურ მიბმას მათ შორის კოსმოსურისაც;
Ø  მაგნიტური აზიმუტის მიხედვით სადგამი მექანიზმების ორიენტირებას;
Ø  მეზენიტეს მიმართ მიზნების კოორდინატების გამოთვლას;
Ø  საჰაერო სამიზნეების ძებნას, აღმოჩენას და გსსს-ის დამიზნებას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

გსსს "Игла-С"-ის ტტმ
მოქმედების ზონა, მ:
                         - სიშორე
                         - სიმაღლე

6000
10 - 3500
მიზნის მოძრაობის სიჩქარე, მ/წმ:
                         - შემხვედრზე
                         - დევნაზე

400
320
საბრძოლო მდგომარეობაში საბრძოლო საშუალებების მასა , კგ19
რაკეტის კალიბრი, მმ72
რაკეტის სიგრძე, მმ1635
რაკეტის მასა, კგ11. 7
საბრძოლო ნაწილის მასა, კგ2.5
სალაშქროდან საბრძოლო მდგომარეობაში გადატანის დრო , წმ13
საბრძოლოდან სალაშქრო მდგომარეობაში გადატანის დრო , წმ30
რაკეტის საბორტო ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლიობა, წმ>15
კვების წყაროს შეცვლის დრო, წმ15
გამოყენების პირობები:
                         - ტემპერატურა, 0C
                         - ჰაერის ტენიანობა
                         - წყალში ჩაყვინთვა - სიღრმე
                         - არაჰერმეტული საშუალებით სიმაღლეზე ატანა
                         - ბეტონზე სიმაღლიდან ვარდნა (შეფუთვაში)

                         - გადატვირთვა (შეფუთვაში)

-40-დან +50-მდე
98%-მდე
0.5 მ-ზე  30 წუთით
12000 მ-მდე
2 მ სიმაღლიდან
35g-მდე


სირიელმა მეზენიტეებმა თურქეთს „ფანტომი“ ჩამოუგდეს

სირიის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სირია-თურქეთის საზღვართან თურქეთის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს.
პარასკევს, გამანადგურებელი - F4 „ფანტომი“ ხმელთაშუა ზღვაზე გადაფრენისას, სირიის ტერიტორიის მახლობლად გაუჩინარდა.
თურქული სააგენტო Hurriyet-ის ინფორმაციით, სირიამ თურქეთს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში თურქული გამანადგურებლის ჩამოგდების გამო. სააგენტოს განცხადებით, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა გააკეთა კომენტარი. მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. ერდოღანის თქმით, ეკიპაჟის ორ წევრს მაშველები აქამდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც თურქული სამაშველო სამსახური, ისე - სირიის სანაპირო დაცვა. თურქეთის მთავრობა ინციდენტთან დაკავშირებულ სამომავლო ქმედებებზე განცხადებას, ყველა გარემოების შესწავლის შემდეგ გააკეთებს.
თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაგამადგურებელი თურქეთის პროვინცია მალატიადან პარასკევს დილით აფრინდა. მასთან კავშირი კი, აფრენიდან 90 წუთში შეწყდა. სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თურქეთის ავიაგამადგურებელი ლატაკიის სანაპიროდან ათ კილომეტრში, ზღვაში ჩამოაგდეს.
თურქეთის პრეზიდენტ, აბდულა გიულის ვარაუდით, F-4-მა სირიის საჰაერო სივრცე ფრენის მაღალი სიჩქარის გამო გადაკვეთა. გიული ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც მაღალი სიჩქარის გამო კონტროლს არ ექვემდებარება და ბოროტ განზრახვებს არ შეიცავს. 
BBC-სთან საუბარში, ქალაქ ლაკატიას მაცხოვრებლებმა თქვეს, რომ დაინახეს, თუ როგორ ჩამოაგდეს სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თვითმფრინავი ქალაქ რას ბასიტის სიახლოვეს.
სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არ იყო თურქეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის გამოვლინება. ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელ, ჯიხად მაკდისის თქმით, სირიელმა სამხედროებმა არ იცოდნენ, რომ გამანადგურებელი თურქეთს ეკუთვნოდა.

ჩინეთმა კოსმოსში ასტრონავტები გააგზავნა

„შენჩჟოუ-9-ს“ სტარტი
ჩინურმა კოსმოსურმა ჰომალდმა „შენჩჟოუ-9-მ“, რომლის ბორტზეც სამი ასტრონავტი (მათ შორის ერთი ქალი) იმყოფება, წარმატებულად აიღო სტარტი. ამ რაკეტის გაშვებით ჩინეთმა აბიციური მიზნები დაისახა და ჩაერთო კოსმოსური სივრცის ათვისებაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩინური წარმოშობის ქალი ასტრონავტი პირველად იმყოფება ჰომალდის ეკიპაჟში.
 2012 წლის 16 ივნისის საღამოს, გობის  უდაბნოს შორეულ ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ცზიუციუანის კოსმოდრომიდან სტარტი აიღო რაკეტა მატარებელმა. აფრენიდან რვა წუთში, განრიგის მიხედვით კაფსულამ დატოვა ორბიტა და გაშალა მზის ელემენტების პანელები.

აშშ საქართველოს ჰსთ-ს შექმნაში დაეხმარება


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტს აჯამებს. სპეციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონი საქართველოს საჰაერო, სანაპირო დაზვერვის და თავდაცვის სისტემის განვითარებაში დაეხმარება. სახელმწიფო დეპარტამენტი არც სამხედროების წვრთნაში დახმარებას გამორიცხავს.

Saab Skeldar V-200 — რუსეთის მორიგი უცხოური შენაძენი

რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ИТАР-ТАСС“-მა გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ შვედური უპილოტო შვეულმფრენის, Skeldar V-200-ის, შესყიდვის თაობაზე. შეთანხმება რუსეთსა და კომპანია Saab-ს შორის პარიზში, საერთაშორისო სამხედრო გამოფენა Eurosatory 2012-ზე, მოხდა.შვეულმფრენის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი Skeldar-ი შეიქმნა შვედური კომპანია CybAero-ს APID 55-ის ბაზაზე. მასზე მუშაობა 2004 წლიდან, ხოლო საფრენოსნო გამოცდები 2008 წლიდან მიმდინარეობს.
Saab Skeldar V-200
უპილოტო მზვერავი აღჭურვილია ამერიკული კომპანია FLIR Systems-ის შვილობილის, შვედური PolyTech-ის ოპტიკურ-ელექტრონული სისტემა Ultraforce 275-ით.

                                                                Saab Skeldar V-200-ის ტტმ:
Ultraforce 275

მზიდი ხრახნის დიამეტრი4.7 მ
სიგრძე4.0 მ
სიმაღლე1.3 მ
სიგანე1.2 მ
მაქსიმალური ასაწევი მასა200 კგ
სასარგებლო დატვირთვა40 კგ
საწვავის მაქსიმალური წონა55 კგ
ფრენის მაქსიმალური სიმაღლე2,400 მ
პრაქტიკული ჭერი4,500 მ
ფრენის დრო 5 სთ
მოქმედების რადიუსი150 კმ
ძრავის სიმძლავრე55 ცხ.ძ.
მაქსიმალური ჭერი130 კმ/სთ
ასაფრენად მოსამზადებელი დრო< 15 წთ

Skeldar V-200

ამჟამად უცნობია აღნიშნული შვეულმფრენის მიმართ სხვა დაინტერესებული მხარეების შესახებ, გარდა რუსეთისა და სავარაუდოდ ეს უკანასკნელი იქნება Skeldar V-200-ის პირველი მყიდველი.

Thales-მა რუსეთთან კონტრაქტი გააფორმა


Catherine XP

საერთაშორისო სამხედრო გამოფენა Eurosatory 2012-ის გახსნის დღეს, პარიზში, ფრანგულ კომპანია Thales-სა და რუსულ «Рособоронэкспорт»-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლეს თანახმადაც რუსეთის ტერიტორიაზე, ვოლგოგრადის  ოპტიკო-მექანიკურ ქარხანაში დაიწყება ფრანგული ფირმის სითბური ხედვის კამერების Catherine XP-ის ლიცენზიური წარმოება. 2007 წელს რუსეთმა Thales-ისგან 100 ერთეული Catherine XP-ის წინამორბედი, Catherine FC ტიპის სითბური ხედვის კამერა შეიძინა, რომლებიც შემდგომ T-90A-ტიპის ტანკებზე დამონტაჟდა. ახალი თაობის  Catherine XP-ის კამერებს გააჩნიათ მაღალი გარჩევადობა (768 х 576) და სამიზნის აღმოჩენის გაცილებით დიდი სიშორე. ამის გარდა მისი წონა წინამორბედისგან სიმსუბუქით(3 კგ.) და ენერგიის მოხმარების ეკონომიურობით გამოირჩევა.
Catherine FC
2011 წლისათვის, ფრანგულმა ფირმამ 600-მდე შეკვეთა მიიღო Catherine XP-ის მიწოდებაზე.
აღნიშნული ტიპის სითბური ხედვის კამერებს იყენებს: სადღეღამისო სამიზნეზე Sagem MOP-ი რომელიც ფრანგულ ჯტრ VBCI-ზეა დამონტაჟებული, ბელგიური ჯარის სადაზვერვო ჯავშანტრანსპორტიორი Pandur-ი, ასევე ის დამონტაჟებულია Saab UTTAS-ის მემიზნის სტაბილიზირებულ სამიზნე მოწყობილობაზე რომელიც გამოიყენება ჰოლანდიის კუთვნილ ქვეითთა აბრძოლო მანქანა CV9035NL Mk III-სა და დანიის შეიარაღებული ძალების ქსმ  CV9035DK-ზე

Eurosatory 2012 (ნაწილი მე-5)

გთავაზობთ Eurosatory 2012-დან ფოტორეპორტაჟის მე-5 ნაწილს.

HoverEye EX
T-90S
T-90S
БМП-Т
БМП-Т
Aravis
C4i Node
Horus
Infotron IT180 Mini-Drone
Marder Upgraded APC
Leopard 2 A6M

Eurosatory 2012 (ნაწილი მე-4)

გთავაზობთ Eurosatory 2012-დან ფოტორეპორტაჟის მე-4 ნაწილს.
Streit Group -ის MRAP -ის კლასის Jaguar -ი
Amarok M
Samson Junior-ი არალეტალური შეიარაღებით
აქტიური დაცვის სისტემა Trophy Light
БТР-4
Controp T-VIEW Guardium UGV -ზე
Controp M-STAMP Multi Sensor
Volkswagen Amarok M
Controp SPEED-V Payload

Eurosatory 2012 (ნაწილი მე-3)

გთავაზობთ Eurosatory 2012-დან ფოტორეპორტაჟის მე-3 ნაწილს.
Bright Arrow Soft, IMI
Tactical ATV
Oto Melara 76 მმ.
BMPT
T-90MS
Iveco-ს MPV VTMM 4x4
Marder-ი Oto-Melara-ს 105 მმ. ქვემეხითა და ახალი ჯავშნით
VAB Mk3
Rheinmetall Defence-ის  Amarok M-ი

Thales  F90
Thales Rapidfire

Telemos.

IMI Eurosatory 2012-ზე (ნაწილი მე-2)


წელს ისრაელმა სხვა ქვეყნების მსგავსად, მრაველფეროვანი ტექნიკით წარსდგა Eurosatory 2012-ზე.
ებრაულმა კომპანია IMI-მ (Israeli Aerospace Industries)წარმოადგინა ორი სახის მრავალფუნქციური სენსორული სისტემა, რომლიც განკუთვნილია ბატალიონის ხელა ტაქტიკური შენაერთის ადრეული გაფრთხილებისთვის ბალისტიკური(ნაღმმტყორცნი,რაკეტა,ჭურვი) ან პირდაპირი დამიზნების(სნაიპერი, ქვემეხი) იარაღით თავდასხმის შესახებ.
სისტემა წარმოადგენს საარტილერიო, სანაღმმტყორცნო, სარაკეტო სისტემების კომპაქტურ სათვალთვალო სენსორს, რომელიც საფრთხის აღმოჩენისთანავე შენაერთს განგაშის სიგნალს უგზავნის. სისტემა აღჭურვილია მიზნის ძიების, აღმოჩენის და მონიტორინგის სარადარო სისტემით;
Green Rock-ს შესწევს ძალა მაღალი სიზუსტით დაადგინოს საცეცხლე წერტილის ადგილმდებარეობა და ასევე იმ წერტილის კოორდინატები რომელსაც საფრთხე ემუქრება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია კონტრბატარეული მოქმედებებისათვის.
Green Rock-ი მონტაჟდება ყველგანმავალზე და შეუძლია ბატალიონთან ერთად მოქმედება.
Green Rock


 Black Granite-ი არის მეორე სენსორული სისტყემა, რომელიც წელს Eurosatory 2012-ზე IMI-ს სახელით წარსდგა. სისტემა განკუთვნილია ბატალიონთან ან უფრო მცირერიცხოვან შენაერთთან ერთად მოქმედებისთვის და Green Rock-ის მსგავსად მსუბუქ ყველგანმავალზე მონტაჟდება.

სისტემა აღჭურვილია ფართო სპექტრის რადიოლოკატორით, ელექტროოპტიკური დაკვირვების სენსორითა და სიგნალის გაშიფრვის სისტემით(SIGINT), რომელიც მოქმედებს ან დამოუკიდებლად ან  სხვა  სიტემებთან შეთანხმებულად, რაც შენაერთს დიდ უპირატესობას აძლევს მოწინააღმდეგესთან შეტაკებაში. რაკეტებისგან, სნაიპერებისგან და სხვა საფრთხეებზე მომენტალური რეაგირებისთვის,   Black Granite-ი აღჭურვილია თანამედროვე საცეცხლე წერტილის აღმოჩენის ელექტრონულ-ოპტიკური სენსორით.
Black Granite

Eurosatory 2012 (გამოფენა)

პოლონურმა დელეგაციამ პარიზში მიმდინარე სამხედრო გამოფენაზე „Eurosatory 2012“, სხვა მრავალ ნაწარმთან ერთად წარმოადგინა ახალი 5.56 მმ. კალიბრის ავტომატი MSBS-ი
MSBS 5.56


MSBS 5.56