სირიის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სირია-თურქეთის საზღვართან თურქეთის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს.
პარასკევს, გამანადგურებელი - F4 „ფანტომი“ ხმელთაშუა ზღვაზე გადაფრენისას, სირიის ტერიტორიის მახლობლად გაუჩინარდა.
თურქული სააგენტო Hurriyet-ის ინფორმაციით, სირიამ თურქეთს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში თურქული გამანადგურებლის ჩამოგდების გამო. სააგენტოს განცხადებით, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა გააკეთა კომენტარი. მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. ერდოღანის თქმით, ეკიპაჟის ორ წევრს მაშველები აქამდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც თურქული სამაშველო სამსახური, ისე - სირიის სანაპირო დაცვა. თურქეთის მთავრობა ინციდენტთან დაკავშირებულ სამომავლო ქმედებებზე განცხადებას, ყველა გარემოების შესწავლის შემდეგ გააკეთებს.

თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაგამადგურებელი თურქეთის პროვინცია მალატიადან პარასკევს დილით აფრინდა. მასთან კავშირი კი, აფრენიდან 90 წუთში შეწყდა. სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თურქეთის ავიაგამადგურებელი ლატაკიის სანაპიროდან ათ კილომეტრში, ზღვაში ჩამოაგდეს.
თურქეთის პრეზიდენტ, აბდულა გიულის ვარაუდით, F-4-მა სირიის საჰაერო სივრცე ფრენის მაღალი სიჩქარის გამო გადაკვეთა. გიული ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც მაღალი სიჩქარის გამო კონტროლს არ ექვემდებარება და ბოროტ განზრახვებს არ შეიცავს.
BBC-სთან საუბარში, ქალაქ ლაკატიას მაცხოვრებლებმა თქვეს, რომ დაინახეს, თუ როგორ ჩამოაგდეს სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თვითმფრინავი ქალაქ რას ბასიტის სიახლოვეს.
სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არ იყო თურქეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის გამოვლინება. ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელ, ჯიხად მაკდისის თქმით, სირიელმა სამხედროებმა არ იცოდნენ, რომ გამანადგურებელი თურქეთს ეკუთვნოდა.