ბლინდაჟი
დარტყმა წყლიდან: – გერმანული ჩუმი საფრთხე (I)
სტატიების ამ სერიაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე გერმანულ საზღვაო ნაღმს.
БМП-1-ის ჩეხური მოდერნიზაცია
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საბჭოთა БМП-1-ის ტიპის ქსმ-ი ძნელად უზრუნველყოფს ეკიპაჟსა და დესანტს ტყვიებისგან, ფუგასებისგან და მითუმეტეს კუმულატიური ჭურვებისგან. მისი დაუცველობა მსგავსი იარაღებისგან ავღანეთში საბჭოთა ჯარებმა საკუთარ „ტყავზე“ გამოსცადეს. გარდა დაუცველობისა БМП-1-ს აქვს კიდევ ერთი ნაკლი, - მისი 72 მმ. ქვემეხის, 2А28 «Гром»-ის, ამაღლების კუთხე 300 შეადგენს, რაც არ არის საკმარისი მთაგორიან რელიეფზე და ურბანულ პირობებში გამაგრებული მოწინააღმდეგის გასანადგურებლად.
ამბოხებულები დამასკოში
რამოდენიმე წუთის წინ, რეიტერმა გაავრცელა დამასკოში მიმდინარე შეტაკებების ამსახველი სამოყვარულო ვიდეომასალა.
გთაავაზობთ მას უცვლელად.
გთაავაზობთ მას უცვლელად.
ორმა აპაჩიმ თალიბანის მთელი რაზმი გაანადგურა
კადრები გადაღებულია 2009 წელს.
http://Funker530.Prochan.com
თურქეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რეპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი იმყოფება. დღეს, 2012 წლის 18 ივლისს, თურქი კოლეგა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. პირისპირ
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები - განსაკუთრებით სამხედრო განათლების კუთხით და ავღანეთში ISAF-ის მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის საკითხები განიხილეს. 2010 წლიდან ორი ქართველი მეკავშირე ოფიცერი თურქული კონტინგენტის შემადგენლობაში ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში იღებს მონაწილეობას.
Pinhol MRAP 4x4 - პორტუგალიური MRAP-ი
Pinhol MRAP 4X4 |
პორტუგალიურმა კომპანია Pinhol-მა, რომელიც კონცენტრირებული მეტალურგიასა და მანქანათმშენებლობაზე, ახალი MRAP-ის კლასის ჯავშანმანქანა წარმოადგინა. მანქანას თავისი აღნიშვნა არ გააჩნია და Pinhol MRAP 4x4-ად მოიხსენიება.
Pinhol-ი ჯერჯერობით უცნობი ბრაზილიური 4X4 მანქანის ბაზაზეა აწყობილი.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა აღჭურვილია 450 ცხ.ძ. ძრავითა და შვიდსაფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, საათში კი Pinhol-ს 120 კმ-ის განვითარება შეუძლია. საწვავის მარაგი 1500 კმ-ზეა გათვლილი. მისი სრული წონა 13 000 კგ შეადგენს და 11 კაცის გადაყვანა შეუძლია.
"Технологии в машиностроении-2012"-ის ექსპოზიცია
27 ივნისიდან პირველ ივლისამდე ჟუკოვსკში იმართება მეორე საერთაშორისო ფორუმი "Технологии в машиностроении-2012" (ტექნოლოგიები მანქანათმშენებლობაში-2012). ღონისძიების ფარგლებში გაშლილია რუსეთში წარმოებული სახმელეთიო ტექნიკის ფართომაშტაბიანი გამოფენა/დემონსტრირება.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს გამოფენიდან ...
Subscribe to:
Posts (Atom)