ნავსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა YJ-62 (C-602)

YJ-62 (სახმელეთო ბაზირება)
შორი მოქმედების ნავსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა YJ-62 (სრული:Yingji-62; საექსპორტო აღნიშვნა: C-602) განკუთვნილია ნებისმიერი კლასის და ტიპის წყალზედა ჰომალდების გასანადგურებლად, რადიოელექტრონული ბრძოლის  და მოწინააღმდეგის ცეცხლის პირობებში. რაკეტის განთავსება შესაძლებელია ნებისმიერ პლატფორმაზე, მისი გამოყენება დღისა და ღამის ნებისმიერ მეტეროლოგიურ პირობებშია შესაძლებელი, როგორც ერთეული გასროლით,  ასევე ზალპით, მათ შორის სახმელეთო სამიზნეების მიმართულებით.

ბლინდაჟი

ბლინდაჟი არის მუდმივი ან დროებითი საპორტიფიკაციო მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს სასანგრო სისტემის ერთ-ერთ ელემენტს. ბლინდაჟი განკუთვნილია საარტილერიო, სანაღმტყორცნო და ტყვიამფრქვევის ცეცხლისგან, ნაპალმისგან და მასიური განადგურების იარაღისგან თავის დასაცავად, ასევე პირადი შემადგენლობის მოსასვენებლად. მაგრამ ბლინდაჟს აქვს თავისი უარყოფითი თვისებებიც. მაგალითად, ბლინდაჟიდან ცეცხლის გახსნა შეუძლებელია, რადგან ის მთლიანად მიწაშია ჩამარხული და შესაბამისად არ გააჩნია ფანჯრები ან ამბრაზურები. ბლინდაჟი შიდა ფართითაც არ გამოირჩევა; როგორც წესი ჭერის სიმაღლე 1,8 მეტრია, სიგრძე 2,5მ, სიგანე კი 1, 2მ.

32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მოსამზადებელი წვრთნა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გამგზავრების წინა მოსამზადებელ წვრთნებს გერმანიის ქალაქ ჰოენფელსში გადიან. გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს გერმანიიდან.


დარტყმა წყლიდან: – გერმანული ჩუმი საფრთხე (I)

მიუხედავად თავისი მნიშვნელობისა და ეფექტურობისა სახმელეთო ნაღმები ჯერ კიდევ არ გამოსულა მეორეხარისხოვანი დამხმარე ტაქტიკური იარაღის კატეგორიიდან , ეს მან თავისი დიდების ხანაშიც კი ვერ მოახერხა - მეორე მსოფლიო ომის დროს. წყალში ვითარება კარდინალურად განსხვავებულად განვითარდა. ახლადგამოჩენილმა საზღვაო ნაღმებმა განდევნეს არტილერია, დაუყონებლივ მიიღეს სტრატეგიული დანიშნულების იარაღის კატეგორია და არაერთი სხვა საზღვაო იარაღიც მეორეხარისხოვნად აქციეს.
სტატიების ამ სერიაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე გერმანულ საზღვაო ნაღმს.

БМП-1-ის ჩეხური მოდერნიზაცია

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საბჭოთა БМП-1-ის ტიპის ქსმ-ი ძნელად უზრუნველყოფს ეკიპაჟსა და დესანტს ტყვიებისგან, ფუგასებისგან და მითუმეტეს კუმულატიური ჭურვებისგან. მისი დაუცველობა მსგავსი იარაღებისგან ავღანეთში საბჭოთა ჯარებმა საკუთარ „ტყავზე“ გამოსცადეს. გარდა დაუცველობისა БМП-1-ს აქვს კიდევ ერთი ნაკლი, - მისი 72 მმ. ქვემეხის, 2А28 «Гром»-ის, ამაღლების კუთხე 300 შეადგენს, რაც არ არის საკმარისი მთაგორიან რელიეფზე და ურბანულ პირობებში გამაგრებული მოწინააღმდეგის გასანადგურებლად.

ამბოხებულები დამასკოში

რამოდენიმე წუთის წინ, რეიტერმა გაავრცელა დამასკოში მიმდინარე შეტაკებების ამსახველი სამოყვარულო ვიდეომასალა.
გთაავაზობთ მას უცვლელად.

ორმა აპაჩიმ თალიბანის მთელი რაზმი გაანადგურა

აპაჩის ტიპის ორმა შვეულმფრენმა ჩასაფრება მოუწყო ავღანეთში თალიბანის მებრძოლებს. საჰაერო ოპერაციის შედეგად თალიბებმა დიდი დანაკარგი განიცადეს.
კადრები გადაღებულია 2009 წელს.

http://Funker530.Prochan.com

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში



საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რეპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი იმყოფება. დღეს, 2012 წლის 18 ივლისს, თურქი კოლეგა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. პირისპირ
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები - განსაკუთრებით სამხედრო განათლების კუთხით და ავღანეთში ISAF-ის მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის საკითხები განიხილეს. 2010 წლიდან ორი ქართველი მეკავშირე ოფიცერი თურქული კონტინგენტის შემადგენლობაში ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში იღებს მონაწილეობას.

Pinhol MRAP 4x4 - პორტუგალიური MRAP-ი

Pinhol MRAP 4X4

პორტუგალიურმა კომპანია Pinhol-მა, რომელიც კონცენტრირებული მეტალურგიასა და მანქანათმშენებლობაზე, ახალი MRAP-ის კლასის ჯავშანმანქანა წარმოადგინა. მანქანას თავისი აღნიშვნა არ გააჩნია და Pinhol MRAP 4x4-ად მოიხსენიება.
Pinhol-ი ჯერჯერობით უცნობი ბრაზილიური 4X4 მანქანის ბაზაზეა აწყობილი.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა აღჭურვილია 450 ცხ.ძ.  ძრავითა და შვიდსაფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, საათში კი Pinhol-ს 120 კმ-ის განვითარება შეუძლია. საწვავის მარაგი 1500 კმ-ზეა გათვლილი. მისი სრული წონა 13 000 კგ შეადგენს და 11 კაცის გადაყვანა შეუძლია.

„ლაზიკას“ წარმოება