ტაკტიკური სარაკეტო კომპლექსი SS-21 "Scarab" (9К79-1 Точка-У) [დაუსრულებელი ვერსია]

ნატოს კლსიფიკაციით SS-21 "Scarab" ანუ რუსული ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი 9К79-1 Точка-У – გამიყენება მტრის თავდაცვის სიღრმეში მცირე ზომის წერტილოვანი მიზნების გასანადგურებლად: თვითმფრინავების და შვეულმფრენების სადგომების, საჯარისო საკომანდო პუნქტების, სახმელეთო სადაზვერვო-შემტევი კომპლექსების, სარეზერვო ძალების, საწვავისსაწყობების და სხვა მატერიალური საშულებების.
შემადგენლობა
საბრძოლო საშუალებები
  • რაკეტები:
  • 9М79Б, 10 კტ სიმძლავრის ბირთული საბრძოლო ქობინით АА-60
  • 9М79Б1, განსაკუთრებული მნიშვნელობის ბირთული საბრძოლო ქობინით АА-86
  • 9М79Б2, ბირთული საბრძოლო ქობინით АА-92
  • 9М79Ф, განსაზღვრული მოქმედების მსხვრევად-ფუგასური საბრძოლო ქობინით 9Н123Ф (9М79-1Ф)
  • 9М79К, კასეტური საბრძოლო ქობინით 9Н123К (9М79-1К)
  • 9М79ФР, მსხვრევად ფუგასური საბრძოლო ნაწილით და თვითდამიზნებადი თვაკით 9Н123Ф-Р (9М79-1ФР) 
  • გამშვები დანადგარები:
  • 9П129 (9М79Ф-Р რაკეტის გარდა) (9П129-1)
  • 9П129М (9П129-1М)
  • 9П129М-1 
  • სატრანსპორტო-დამტენი მანქანა: 9Т218 (9Е218-1)
სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები
  • სატრანსპორტო მანქანები: 9Т238, 9Т222
  • მანქანა-საცავები: НГ2В1 (НГ22В1) ტიპის სპეციალური მანქანა
  • კონტეინერები
  • 9Я234 სარაკეტო ნაწილისთვის და რაკეტისთვის
  • 9Я236 საბრძოლო ქობინისთვის 

  •  სააეროდრომო-სასაწყობო ურიკები:
  • 9Т127, 9Т133 სარაკეტო ნაწილისთვის
  • 9Т114 საბრძოლო ქობინისთვის
 ტექნიკური მომსახურების და სარეგლამენტო სამუშაოების საშუალებები

  • საბრძოლო ქობინზე და რაკეტაზე სარეგლამენტო სამუშაოების ჩასატარებელი ავტომატიზირებული საკონტროლო-საგამოცდო მანქანა АКИМ 9В819 (9В819-1) 
  • АКИМ 9В819-ის და გამშვები დანადგარის საკონტროლო აპარატურის შესამოწმებელად – ტექნიკური მომსახურების მანქანა МТО 9В844  
  • საბაზო ნაწილის (შასის) სარემონტოდ და მომსახურებისთვის განკუთვნილი ტექნიკური მომსახურების მანქანა МТО-4ОС
  • ბაზებზე და არსენალში სარეგლამენტო სამუშაოების ჩასატარებელად – არსენალური აღჯურვილობის კომპლექტი 9Ф370
კავშირგაბმულობის მართვის საშუალებები
  • საშტაბო-სამეთაურო მანქანა Р-145БМ (Р-130, Р-111, Р-123)
სასწავლო-სავარჯიშო საშუალებები
  • სასწავლო-სავარჯიშო რაკეტები – 9М79Ф-УТ, 9М79К-УТ
  • სასწავლო-სავარჯიშო საბრძოლო ქობინი –9Н39-УТ, 9Н64-УТ
  • წონურ-გაბარიტული მაკეტი – 9М79-ГВМ
  • სარაკეტო ნაწილის ჭრილური მაკეტი – 9М79
  • განსაზღვრული მოქმედების მსხვრევად-ფუგასური ქობინის ჭრილური მაკეტი – 9Н123Ф-РМ
  • კასეტური ქობინის ჭრილური მაკეტი – 9Н123К-РМ
ტრენაჟორები
  • გამშვები დანადგარის გათვლის სავარჯიშო კომპლექსური ტრენჟორი 9Ф625
  • გამშვები დანადგარის მძღოლ-მექანიკოსის მართვის პულტის ტრენაჟორი 2У43
  • ოპერატორის ტრენაჟორი 2У420
  • 1Г17 გიროკომპასიდან ანათვალის ამოღების მოხსნის ტრენაჟორი – 2У41   
  • 2У413 – ტრენაჟორი-რაკეტა 9М79Ф, კომპლექსის ელემენტების ურთიერთქმედება 
რაკეტა  9М79 (9М79-1)

რაკეტა  9М79 (9М79-1) – ერთსაფეხურიანი, მართვადი. შედგება სარაკეტო და საბრძოლო ნაწილისგან.
სარაკეტო ნაწილი (შემდგომში – სნ) განკუთვნილია ქობინის მიზნამდე ტრანსპორტირებისთვის და შეიცავს:
1. სარაკეტო ნაწილის კორპუსი. სნ-ის კორპუსი განკუთვნილია სარაკეტო ნაწილის ყველა ელემენტის განსათავსებლად. სნ-ის კორპუსი არის ძალური დანადგარი , რომელიც თავის თავზე იღებს რაკეტაზე მოქმედ გადატვირთვებს როგორც ჰაერში ფრენისას, ასევე სახმელეთო ექსპლუატაციისას. მის შემადგენლობაში შედის:
ხელსაწყოთა ნაკვეთურის კორპუსი. ხელსაწყოთა ნაკვეთურის კორპუსი განკუთვნილია სამართავი სისტემის ცალკეული ხელსაწყოების განსათავსებლად. ის შესრულებულია ცილინდრული ფორმის ალუმინის შენადნობისგან. წინა ნაწილში აქვს შპანგოუტი – ექვსი ქანჩიანი ხრახნითა და სამი მიმართული სარჭით. კორპუსი წინა ნაწილში ჰერმეტულად, ხუფით იხუფება.
სარაკეტო ნაწილის კორპუსის ქვედა ნაწილში მდებარეობს 205 (214) კონტაქტზე გათვლილი გასართი, რომლის მეშვეობით მყარდება კავშირი სამართავ სისტემის ხელსაწყოებსა და სახმელეთო სამართავი პულტის აპარატუტურას შორის. ქვედა ნაწილში ასევე განლაგებულია სატრანსპორტო კავი.
ხელსაწყოთა ნაკვეთურის კორპუსს მარჯვენა მხრიდან აქვს ილუმინატორი, გიროსტაბილიზირებული პლატფორმასა და გამშვებ დანადგარს (9П129 ან АКИМ 9В819) შორის ოპტიკური კავშირის დასამყარებლად.
ზედა მარცხენა მხარეს მდებარეობს ლიუკი №2 (№2 ლიუკში განთავსებულია საპაკეტო გადამრთველი და გასაღები, სასწავლო მიზნით გაუმართაობის შესატანად); №2 ლიუკის გვერდით მდებარეობს №3 ლიუკი, რომელშიც განთავსებულია შტეპსელური გასართი ШР37. ამ შტეპსელურ გასართს უერთდება №27-ე კაბელი საბრძოლო ნაწილში ტემპერატურის გასაზომად.
ხელსაწყოთა ნაკვეთურის კორპუსის შიგნით მდებარეობს:
გიროსტაბილიზირებული პლატფორმა (ან საკომანდო-გიროსკოპული ხელსაწყო) ГСП 9Б64 (9Б64-1)
დისკრეტულ-ალალოგიური გამოთლითი მოწყობილობა  ДАВУ 9Б65 (9Б638)
საბორტე ავტომატიკის ბლოკი 9Б66 (9Б66-1)
მართვის ბლოკი 9Б150 (9Б150-1)
კუთხური სიჩქარეებისა და აჩქარებების სენსორი ДУСУ-1-30В

ძრავული დანადგარის (ძდ) კორპუსი.  ძდ-ის კორპუსი განკუთვნილია საწვავი მუხტისა და აალების კვანძების (ამაალებელი და ორი პიროვაზნა) დასამაგრებლად/განსათავსებლად. კონსტრუქციის კორპუსი დამზადებულია ზემტკიცე ფოლადისგან; ქვს 3 შპანგოუტი – წინა, უკანა, შუა. წინა შპანგოუტს ემაგრება ორი სატრანსპორტო კავი, ხოლო წინა მის უკანა ნაწილში მიდუღებულია სამი დამშვები კავი. შუა შპანგოუტზე გვაქვს ფრთების ფიქსაციის და დამაგრების ოთხი კვანძი. უკანა შპანგოუტის ზედა ნაწილში მაგრდება სატრანსპორტო კავი, ქვედა ნაწილში – 2 გამშვები კავი და ერთი ფიქსატორი რაკეტის გამშვებ დანადგარზე/სატრანსპორტო-დამტენ მანქანაზე დამაგრებისათვის და რაკეტის აწევისას მისი  დაკავებისთვის. შიგნიდან კორპუსი თერმოდამცავი საფარით არის დაფარული.
კუდა ნაკვეთური კორპუსი (კნკ). კნკ-ში განთვსებულია მართვის სისტემის (მს) ხელსაწყოები და იმავე დროს ის ასრულებს რეაქტიული ძრავის კონუსის როლს(ალუმინი). აეროდინამიკული და აირნაკადების საჭეების დასამაგრებლად, კორპუსის უკანა ნაწილში არსებობს სამაგრი 4 კვანძი. კნკ-ს ძირში დამაგრებულია „ჩასვლის“ სენსორი.  „ჩასვლის“სენსორის დანიშნულება წამყვანი საჭის ჩართვაა (გაშვების მომენტში ფრენის პროგრამის დაწყებისთვის). კორპუსის ზედა ნაწილში განთავსებულია №11 და №13  ლიუკი, ჰიდრავლიკური დანადგარის მკვებავი ზეთის ავზთან ზეთის შლანგის მისაყვანად.
კნკ-ს ქვედა ნაწილში არსებობს ორი ნახვრეტი, მომუშავე  კვების ტურბოგენერატორული წყაროს აირების გამოსადევნად. კორპუსს გარედან და შიგნიდან თერმოდამცავი საფარი აქვს.
კუდა ნაკვეთური კორპუსში მდებარეობს:
აირტურბინული ბლოკი 9Б152 (9Б186)
წინააღმდეგობების ბლოკი 9Б151 (9Б189)
მარეგულირებლების ბლოკი 9Б242 (9Б242-1)
საჭის 4 მანქანა: ზედა – 9Б69 –2 ცალი; ქვედა – 9Б68 – 2 ცალი (9Б89 – 4 ცალი)
აეროდინამიკული ზედაპირი. აეროდინამიკული ზედაპირები – 4 აეროდინამიკული საჭე, 4 აირნაკადების საჭე, 4 ფრთა.აეროდინამიკული საჭეები რაკეტას მართავენ ფრენის მთელ ტრაექტორიაზე. მათთან ერთად ერთ ლილვზე მდებარეობენ ვოლფრამის შენადნობისგან დამზადებული აირნაკადების საჭეები, რომლებიც ასევე ასრულებენ რაკეტის მართვას რეაქტიული ძრავის მოქმედების დროს.
კაბელური ღეროები. ორი კაბელური ღერო განკუთვნილია კაბელების განსათავსებლად, მართვის სისტემის მოწყობილობების შორის კავშირის დამყარების მიზნით.

2. ძრავული დანადგარი

3. მართვის სისტემა.  მართვის სისტემა (მს) – ავტონომიური, ინერციული, საბორტე ციფრული გამოთვლითი კომპლექსით. რაკეტა მართვადია თავის სრულ ტრაექტორიაზე, რაც უზრუნველყოფს მოხვედრის მაღალ სიზუსტეს. ქობინის აფეთქების ენერგიის ეფექტურად გომოყენებისთვის, რაკეტა მიზანთან მოახლოებისას ახდენს სპეციალურ მანევრირებას (ტანგაჟის კუთხით დაბრუნვას), რაც უზრუნველყოფს 90° -თან მოახლოებულ შემხვედრ კუთხეს. ამავე მიზნით მსხვრევად-ფუგასური ქობინის 9Н123Ф -ის ღერძი რაკეტის კორპუსის ღერძის მიმართ გარკვეული კუთხით შებრუნებულია ქვემოთ. დაზიანების ფართობის მაქსიმალურად გასაზრდელად საბრძოლო ნაწილი 9Н123Ф, ჰაერში, 20 მეტრის სიმაღლეზე ფეთქდება.
რაკეტა 9М79-ის მართვის სისტემის (9Б63) საბორტე აპარატურა:
საკომანდო-გიროსკოპული მოწყობილობა 9Б64
დისკრეტულ-ანალოგიური გამომთვლელი  მოწყობილობა 9Б65
ჰიდროამძრავი 9Б616

  • ავტომატიკის ბლოკი 9Б66
  • მკვებავი ჰიდრავლიკური დანადგარი 6Б67
  • მექანიზმი საჭისა (ზედა) 9Б68 (2 ცალი); მექანიზმი საჭისა (ქვედა) 9Б69 
კვების ტურბოგენერატორული წყარო 9Б149
  • მართვის ბლოკი 9Б150
  • წინაღობის ბლოკი 9Б151
  • აირტურბინის ბლოკი 9Б152
  • რეგულატორების ბლოკი 9Б242
კუთხური სიჩქარეების და აჩქარებების გადამწოდი ДУСУ1-30В
კაბელების კომპლექტი
რაკეტა 9М79-1-ის მართვის სისტემის (9Б84-1) საბორტე აპარატურა:

ნავსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა YJ-62 (C-602)

YJ-62 (სახმელეთო ბაზირება)
შორი მოქმედების ნავსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა YJ-62 (სრული:Yingji-62; საექსპორტო აღნიშვნა: C-602) განკუთვნილია ნებისმიერი კლასის და ტიპის წყალზედა ჰომალდების გასანადგურებლად, რადიოელექტრონული ბრძოლის  და მოწინააღმდეგის ცეცხლის პირობებში. რაკეტის განთავსება შესაძლებელია ნებისმიერ პლატფორმაზე, მისი გამოყენება დღისა და ღამის ნებისმიერ მეტეროლოგიურ პირობებშია შესაძლებელი, როგორც ერთეული გასროლით,  ასევე ზალპით, მათ შორის სახმელეთო სამიზნეების მიმართულებით.

ბლინდაჟი

ბლინდაჟი არის მუდმივი ან დროებითი საპორტიფიკაციო მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს სასანგრო სისტემის ერთ-ერთ ელემენტს. ბლინდაჟი განკუთვნილია საარტილერიო, სანაღმტყორცნო და ტყვიამფრქვევის ცეცხლისგან, ნაპალმისგან და მასიური განადგურების იარაღისგან თავის დასაცავად, ასევე პირადი შემადგენლობის მოსასვენებლად. მაგრამ ბლინდაჟს აქვს თავისი უარყოფითი თვისებებიც. მაგალითად, ბლინდაჟიდან ცეცხლის გახსნა შეუძლებელია, რადგან ის მთლიანად მიწაშია ჩამარხული და შესაბამისად არ გააჩნია ფანჯრები ან ამბრაზურები. ბლინდაჟი შიდა ფართითაც არ გამოირჩევა; როგორც წესი ჭერის სიმაღლე 1,8 მეტრია, სიგრძე 2,5მ, სიგანე კი 1, 2მ.

32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მოსამზადებელი წვრთნა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გამგზავრების წინა მოსამზადებელ წვრთნებს გერმანიის ქალაქ ჰოენფელსში გადიან. გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს გერმანიიდან.


დარტყმა წყლიდან: – გერმანული ჩუმი საფრთხე (I)

მიუხედავად თავისი მნიშვნელობისა და ეფექტურობისა სახმელეთო ნაღმები ჯერ კიდევ არ გამოსულა მეორეხარისხოვანი დამხმარე ტაქტიკური იარაღის კატეგორიიდან , ეს მან თავისი დიდების ხანაშიც კი ვერ მოახერხა - მეორე მსოფლიო ომის დროს. წყალში ვითარება კარდინალურად განსხვავებულად განვითარდა. ახლადგამოჩენილმა საზღვაო ნაღმებმა განდევნეს არტილერია, დაუყონებლივ მიიღეს სტრატეგიული დანიშნულების იარაღის კატეგორია და არაერთი სხვა საზღვაო იარაღიც მეორეხარისხოვნად აქციეს.
სტატიების ამ სერიაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე გერმანულ საზღვაო ნაღმს.

БМП-1-ის ჩეხური მოდერნიზაცია

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საბჭოთა БМП-1-ის ტიპის ქსმ-ი ძნელად უზრუნველყოფს ეკიპაჟსა და დესანტს ტყვიებისგან, ფუგასებისგან და მითუმეტეს კუმულატიური ჭურვებისგან. მისი დაუცველობა მსგავსი იარაღებისგან ავღანეთში საბჭოთა ჯარებმა საკუთარ „ტყავზე“ გამოსცადეს. გარდა დაუცველობისა БМП-1-ს აქვს კიდევ ერთი ნაკლი, - მისი 72 მმ. ქვემეხის, 2А28 «Гром»-ის, ამაღლების კუთხე 300 შეადგენს, რაც არ არის საკმარისი მთაგორიან რელიეფზე და ურბანულ პირობებში გამაგრებული მოწინააღმდეგის გასანადგურებლად.

ამბოხებულები დამასკოში

რამოდენიმე წუთის წინ, რეიტერმა გაავრცელა დამასკოში მიმდინარე შეტაკებების ამსახველი სამოყვარულო ვიდეომასალა.
გთაავაზობთ მას უცვლელად.

ორმა აპაჩიმ თალიბანის მთელი რაზმი გაანადგურა

აპაჩის ტიპის ორმა შვეულმფრენმა ჩასაფრება მოუწყო ავღანეთში თალიბანის მებრძოლებს. საჰაერო ოპერაციის შედეგად თალიბებმა დიდი დანაკარგი განიცადეს.
კადრები გადაღებულია 2009 წელს.

http://Funker530.Prochan.com

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში



საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რეპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი იმყოფება. დღეს, 2012 წლის 18 ივლისს, თურქი კოლეგა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. პირისპირ
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები - განსაკუთრებით სამხედრო განათლების კუთხით და ავღანეთში ISAF-ის მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის საკითხები განიხილეს. 2010 წლიდან ორი ქართველი მეკავშირე ოფიცერი თურქული კონტინგენტის შემადგენლობაში ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში იღებს მონაწილეობას.

Pinhol MRAP 4x4 - პორტუგალიური MRAP-ი

Pinhol MRAP 4X4

პორტუგალიურმა კომპანია Pinhol-მა, რომელიც კონცენტრირებული მეტალურგიასა და მანქანათმშენებლობაზე, ახალი MRAP-ის კლასის ჯავშანმანქანა წარმოადგინა. მანქანას თავისი აღნიშვნა არ გააჩნია და Pinhol MRAP 4x4-ად მოიხსენიება.
Pinhol-ი ჯერჯერობით უცნობი ბრაზილიური 4X4 მანქანის ბაზაზეა აწყობილი.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა აღჭურვილია 450 ცხ.ძ.  ძრავითა და შვიდსაფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, საათში კი Pinhol-ს 120 კმ-ის განვითარება შეუძლია. საწვავის მარაგი 1500 კმ-ზეა გათვლილი. მისი სრული წონა 13 000 კგ შეადგენს და 11 კაცის გადაყვანა შეუძლია.